Visaexpert-ის გუნდი შედგება გამოცდილი სპეციალისტებისგან, რომლებიც მუდმივად აკვირდებიან სავიზო რეგულაციების ცვლილებებს და წარმატებული სტრატეგიების გატარებას.

ავსტრალიის ვიზა

ავსტრალიის ვიზაზე განაცხადი ვიზაექსპერტის სავიზო მომსახურების მეშვეობით მოიცავს რამდენიმე საფეხურს. ეს ნაბიჯები განსხვავდება ვიზის ტიპის მიხედვით, როგორიცაა ტურისტული ვიზა, სასწავლო ვიზა, საქმიანი ვიზა, სამუშაო ვიზა ან ოჯახის გაერთიანების ვიზა. ქვემოთ მოცემულია დეტალური ინფორმაცია ავსტრალიის სავიზო პროცედურის და მომსახურების შესახებ:

 

გაიგე მეტი

პირველადი უფასო კონსულტაცია: ვიზა ექსპერტი გთავაზობთ პირველად კონსულტაციას თქვენი საჭიროებების გასაგებად და ასევე შეაფასებს თქვენს

უფლებამოსილებას ავსტრალიის ვიზის ტიპზე, რომელზეც გსურთ განაცხადის გაკეთება;


დოკუმენტების მომზადება: ვიზის შესაბამისი კატეგორიის არჩევის შემდეგ, ვიზა ექსპერტი მოგაწოდებთ თქვენი კონკრეტული ვიზის ტიპისთვის საჭირო დოკუმენტების პერსონალიზირებულ სიას;


დახმარება ფორმის შევსებაში: ვიზა ექსპერტი გეხმარებათ ავსტრალიის სავიზო განაცხადის ფორმის შევსებაში. ეს ნაბიჯი გადამწყვეტია, რადგან შეცდომამ ან არასრულმა ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს პასუხის დაგვიანება ან უარყოფითი პასუხის მიღება;


მთარგმნელობითი მომსახურება: საჭიროების შემთხვევაში, ვიზაექსპერტი

უზრუნველყოფს დოკუმენტების თარგმნას და მის ნოტარიულად დამოწმებას;


ტურის ჯავშანი (გამგზავრების მიზნიდან გამომდინარე დაგეგმილი

მოგზაურობის მარშრუტი, სამოტივაციო წერილი და ყველა სახის ჯავშანი, მათ შორის სასტუმროს და ავიაბილეთის, ავსტრალიაში მოგზაურობის

პერიოდისთვის).


სავიზო მოსაკრებლების გადახდა: ავსტრალიის საკონსულოს მოსაკრებელი გადახდა ხდება ელექტრონულად განაცხადის გაგზავნისთანავე;


აპლიკაციის თვალყურის დევნება: თქვენი განაცხადის წარდგენის შემდეგ, ვიზაექსპერტი მოგაწვდით აუცილებელ ინფორმაციას რათა თვალი ადევნოთ თქვენი ვიზის განხილვას და მის სტატუსს.


დოკუმენტების ძირითადი სია საკონსულოში წარსადგენად:

1.პასპორტი: მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი, რომელიც მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ავსტრალიაში დაგეგმილი მოგზაურობის შემდეგ.

2.ფოტო: პასპორტის (ბიომეტრიული) ზომის ფოტო ელ.ვერსია, რომლებიც აკმაყოფილებს ავსტრალიის საკონსულოს სპეციფიკებს

3.ფინანსური დოკუმენტები: ცნობა დამსაქმებლისგან, ბოლო 6 თვის საბანკო ბრუნვა, დანაზოგის შესახებ ცნობა, საგადასახადო დეკლარაციები ან ფინანსური მხარდაჭერის სხვა მტკიცებულება.

4.კერძო ბიზნესის არსებობის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არსებული ბიზნესის შესახებ (ამასთანავე, კომპანიის საბანკო ბრუნვა, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ცნობა)

5.უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერი

6.მოგზაურობის მარშრუტი: სატუმროს და ავიაბილეთის ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და ავსტრალიაში მოგზაურობის შესაბამისი სხვა ჯავშანი.

7.მოწვევის წერილი: ოჯახური, სასწავლო ან საქმიანი ვიზიტებისთვის.

8.დასაქმების ან სწავლის დამადასტურებელი საბუთი: დასაქმების წერილი ან კონტრაქტი, სასწავლებლის მიღების წერილი (სტუდენტური ვიზისთვის)

9.სამშობლოსთან კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები, მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ დაბრუნდებით სამშობლოში ავსტრალიაში ყოფნის შემდეგ, როგორიცაა: (ქორწინების მოწმობა და არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები)

 

ვსტრალიის ვიზაზე განხილვის პერიოდი ორი კვირიდან ერთ თვემდე

გრძელდება. ადებითი პასუხის შემთხვევაში იღებთ სამთვიან ელექტრონულ ვიზას ერთჯერადი გამოყენებით.

 

ვიზა ექსპერტის მომსახურების საფასური: მომსახურების საფასურს იხდით თქვენი სავიზო განაცხადის სირთულისა და ნებისმიერი დამატებითი სერვისის (მაგ. დოკუმენტების თარგმნა, საკურიერო მომსახურება ან იმიტირებული გასაუბრება) საფუძველზეეს გადასახადები მოცემულია წინასწარ.


იზაექსპერტი ეხმარება განმცხადებლებს ავსტრალიის სავიზო განაცხადის რთული პროცესი ეფექტურად და ზუსტად წარმართოს. ვენი ექსპერტიზა ზრდის წარმატებული შედეგის შანსებს, უზრუნველყოფს ავსტრალიის საიმიგრაციო წესების დაცვას და შეფერხებების მინიმუმამდე შემცირებას.

სიახლეები და ჩანაწერები

გაიგე მეტი
სავიზო მიმოსვლის შესახებ