Visaexpert-ის გუნდი შედგება გამოცდილი სპეციალისტებისგან, რომლებიც მუდმივად აკვირდებიან სავიზო რეგულაციების ცვლილებებს და წარმატებული სტრატეგიების გატარებას.

ახალი ზელანდიის ვიზა

 

Ახალი ზელანდიის ვიზაზე განაცხადი ვიზაექსპერტის სავიზო მომსახურების მეშვეობით მოიცავს რამდენიმე საფეხურს. ეს ნაბიჯები განსხვავდება ვიზის ტიპის მიხედვით, როგორიცაა ტურისტული ვიზა, სასწავლო ვიზა, საქმიანი ვიზა, სამუშაო ვიზა ან ოჯახის გაერთიანების ვიზა. ქვემოთ მოცემულია დეტალური ინფორმაცია ახალი ზელანდიის სავიზო პროცედურის და მომსახურების შესახებ:

გაიგე მეტი

ირველადი უფასო კონსულტაცია: ვიზა ექსპერტი გთავაზობთ პირველად კონსულტაციას თქვენი საჭიროებების გასაგებად და ასევე შეაფასებს თქვენს

უფლებამოსილებას ახალი ზელანდიის ვიზის ტიპზე, რომელზეც გსურთ განაცხადის გაკეთება.


ოკუმენტების მომზადება: ვიზის შესაბამისი კატეგორიის არჩევის შემდეგ, ვიზა ექსპერტი მოგაწოდებთ თქვენი კონკრეტული ვიზის ტიპისთვის საჭირო დოკუმენტების პერსონალიზირებულ სიას.


დახმარება ფორმის შევსებაში: ვიზა ექსპერტი გეხმარებათ ახალი ზელანდიის სავიზო განაცხადის ფორმის შევსებაში. ეს ნაბიჯი გადამწყვეტია, რადგან შეცდომამ ან არასრულმა ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს პასუხის დაგვიანება ან უარყოფითი პასუხის მიღება;


მთარგმნელობითი მომსახურება: საჭიროების შემთხვევაში, ვიზაექსპერტი

უზრუნველყოფს დოკუმენტების თარგმნას და მის ნოტარიულად დამოწმებას.


ურის ჯავშანი (გამგზავრების მიზნიდან გამომდინარე დაგეგმილი მოგზაურობის მარშრუტი, სამოტივაციო წერილი და ყველა სახის ჯავშანი, მათ შორის სასტუმროს და ავიაბილეთის, ახალ ზელანდიაში მოგზაურობის პერიოდისთვის).


სავიზო მოსაკრებლების გადახდა: ავსტრალიის საკონსულოს მოსაკრებელი გადახდა ხდება ელექტრონულად განაცხადის გაგზავნისთანავე.


აპლიკაციის თვალყურის დევნება: თქვენი განაცხადის წარდგენის შემდეგ, ვიზაექსპერტი მოგაწვდით აუცილებელ ინფორმაციას რათა თვალი ადევნოთ თქვენი ვიზის განხილვის პროცესს და მის სტატუსს.


ოკუმენტების ძირითადი სია საკონსულოში წარსადგენად:

1. პასპორტი: მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი, რომელიც მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ახალ ზელანდიაში დაგეგმილი მოგზაურობის შემდეგ.

2. ფოტო: პასპორტის (ბიომეტრიული) ზომის ფოტო ელ.ვერსია, რომლებიც აკმაყოფილებს ახალი ზელანდიის საკონსულოს სპეციფიკებს.

3. ფინანსური დოკუმენტები: ცნობა დამსაქმებლისგან, ბოლო 6 თვის საბანკო ბრუნვა, დანაზოგის შესახებ ცნობა, საგადასახადო დეკლარაციები ან ფინანსური მხარდაჭერის სხვა მტკიცებულება.

4. კერძო ბიზნესის არსებობის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არსებული ბიზნესის შესახებ. (ამასთანავე, კომპანიის საბანკო ბრუნვა, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ცნობა)

5. უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერი

6.მოგზაურობის მარშრუტი: სასტუმროს და ავიაბილეთის ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და ახალ ზელანდიაში მოგზაურობის შესაბაისი ნებისმიერი სხვა ჯავშანი.

7.მოწვევის წერილი: ოჯახური, სასწავლო ან საქმიანი ვიზიტებისთვის.

8.დასაქმების ან სწავლის დამადასტურებელი საბუთი: დასაქმების წერილი ან კონტრაქტი, სასწავლებლის მიღების წერილი (სტუდენტური ვიზებისთვის).

9.სამშობლოსთან კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები, მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ დაბრუნდებით სამშობლოში ახალ ზელანდიაში მოგზაურობის შემდეგ, როგორიცაა: (ქორწინების მოწმობა და არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები)

 

ახალი ზელანდიის ვიზაზე განაცხადის განხილის პერიოდი ცვალებადია და საშუალოდ მოიცავს ორი კვირიდან ერთ თვემდე ვადას. ადებითი პასუხის შემთხვევაში ახალი ზელანდიის საკონსულო გასცემს ელექტრონულ სამთვიან ვიზას ერთჯერადი გამოყენებით.

 

ვიზა ექსპერტის მომსახურების საფასური: მომსახურების საფასურს იხდით თქვენი სავიზო განაცხადის სირთულისა და ნებისმიერი დამატებითი სერვისის (მაგ. დოკუმენტების თარგმნა, საკურიერო მომსახურება ან იმიტირებული გასაუბრება) საფუძველზე. ეს გადასახადები მოცემულია წინასწარ.


ვიზაექსპერტი ეხმარება განმცხადებლებს ახალი ზელანდიის სავიზო განაცხადის რთული პროცესი ეფექტურად და ზუსტად წარმართოს. ჩვენი ექსპერტიზა ზრდის წარმატებული შედეგის შანსებს, უზრუნველყოფს ახალი ზელანდიის საიმიგრაციო წესების დაცვას და შეფერხებების მინიმუმამდე შემცირებას.

სიახლეები და ჩანაწერები

გაიგე მეტი
სავიზო მიმოსვლის შესახებ