პირველადი უფასო კონსულტაცია: ვიზა ექსპერტი გთავაზობთ პირველად კონსულტაციას თქვენი საჭიროებების გასაგებად და ასევე შეაფასებს თქვენს უფლებამოსილებას კანადის ვიზის ტიპზე, რომელზეც გსურთ განაცხადის გაკეთება;
დოკუმენტების მომზადება: ვიზის შესაბამისი კატეგორიის არჩევის შემდეგ, ვიზა ექსპერტი მოგაწოდებთ თქვენი კონკრეტული ვიზის ტიპისთვის საჭირო დოკუმენტების პერსონალიზირებულ სიას;
დახმარება ფორმის შევსებაში: ვიზა ექსპერტი გეხმარებათ კანადის სავიზო განაცხადის ფორმის შევსებაში. ეს ნაბიჯი გადამწყვეტია, რადგან შეცდომამ ან არასრულმა ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს პასუხის დაგვიანება ან უარყოფითი პასუხის მიღება;
მთარგმნელობითი მომსახურება: საჭიროების შემთხვევაში, ვიზაექსპერტი
უზრუნველყოფს დოკუმენტების თარგმნას და მის ნოტარიულად დამოწმებას;
ტურის ჯავშანი (გამგზავრების მიზნიდან გამომდინარე დაგეგმილი
მოგზაურობის მარშრუტი, სამოტივაციო წერილი და ყველა სხვა სახის ჯავშანი, მათ შორის სასტუმროს და ავიაბილეთის, კანადაში მოგზაურობის
პერიოდისთვის).
სავიზო მოსაკრებლების გადახდა: კანადის საკონსულოს მოსაკრებელი გადახდა ხდება ელექტრონულად განაცხადის გაგზავნისთანავე;
განაცხადის გაგზავნის შემდეგ ვიზაექპერტი ჩაგწერთ კანადის სავიზო ცენტრში (იმ ქვეყნის შესაბამისად სადაც თქვენ იმყოფებით), რათა ჩააბაროთ ბიომეტრიული მონაცემები.
აპლიკაციის თვალყურის დევნება: თქვენი განაცხადის წარდგენის შემდეგ, ვიზაექსპერტი მოგაწვდით აუცილებელ ინფორმაციას რათა თვალი ადევნოთ თქვენი ვიზის განხილვას და მის სტატუსს.
დოკუმენტების ძირითადი სია საკონსულოში წარსადგენად:
1.პასპორტი: მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი, რომელიც მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში კანადაში დაგეგმილი მოგზაურობის შემდეგ.
2.ფოტო: პასპორტის (ბიომეტრიული) ზომის ფოტო ელ.ვერსია, რომლებიც აკმაყოფილებს კანადის საკონსულოს სპეციფიკებს.
3.ფინანსური დოკუმენტები: ცნობა დამსაქმებლისგან, ბოლო 6 თვის საბანკო ბრუნვა, დანაზოგის შესახებ ცნობა, საგადასახადო დეკლარაციები ან ფინანსური მხარდაჭერის სხვა მტკიცებულება.
4.კერძო ბიზნესის არსებობის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არსებული ბიზნესის შესახებ. (ამასთანავე, კომპანიის საბანკო ბრუნვა, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ცნობა)
5.უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერი
6.მოგზაურობის მარშრუტი: სასტუმროს და ავიაბილეთის ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და კანადაში მოგზაურობის შესაბამისი ნებისმიერი სხვა ჯავშანი.
7.მოწვევის წერილი: ოჯახური, სასწავლო ან საქმიანი ვიზიტისთვის.
8.დასაქმების ან სწავლის დამადასტურებელი საბუთი: დასაქმების წერილი ან კონტრაქტი, სასწავლებლის მიღების წერილი(სტუდენტური ვიზებისთვის).
9.სამშობლოსთან კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები, მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ დაბრუნდებით სამშობლოში კანადაში ყოფნის შემდეგ,როგორიცაა: (ქორწინების მოწმობა და არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები);
კანადის ვიზაზე განაცხადის განხილის პერიოდი ცვალებადია და საშუალოდ მოიცავს ერთი თვიდან ორ თვემდე ვადას. დადებითი პასუხის შემთხვევაში კანადის სავიზო ცენტრის მეშვეობით თქვენი პასპორტი იგზავნება ანკარაში ვიზის გასაცემად და ორი კვირის ვადაში გიბრუნდებათ იგივე სავიზო ცენტრის მეშვეობით.
ვიზა ექსპერტის მომსახურების საფასური: მომსახურების საფასურს იხდით თქვენი სავიზო განაცხადის სირთულისა და ნებისმიერი დამატებითი სერვისის (მაგ. დოკუმენტების თარგმნა, საკურიერო მომსახურება ან იმიტირებული გასაუბრება) საფუძველზე. ეს გადასახადები მოცემულია წინასწარ.
ვიზაექსპერტი ეხმარება განმცხადებლებს კანადის სავიზო განაცხადის რთული პროცესი ეფექტურად და ზუსტად წარმართოს. ჩვენი ექსპერტიზა ზრდის წარმატებული შედეგის შანსებს, უზრუნველყოფს კანადის საიმიგრაციო წესების დაცვას და შეფერხებების მინიმუმამდე შემცირებას.