პირველადი უფასო კონსულტაცია: ვიზაექსპერტი გთავაზობთ პირველად კონსულტაციას თქვენი საჭიროებების გასაგებად და ასევე შეაფასებს თქვენს უფლებამოსილებას მაროკოს ვიზის ტიპზე.
დოკუმენტების მომზადება: ვიზის შესაბამისი კატეგორიის არჩევის შემდეგ, ვიზაექსპერტი მოგაწოდებთ თქვენი კონკრეტული ვიზის ტიპისთვის საჭირო დოკუმენტების პერსონალიზებულ სიას.
დახმარება ფორმის შევსებაში: ვიზაექსპერტი გეხმარებათ მაროკოს სავიზო განაცხადის ფორმის შევსებაში. ეს ნაბიჯი გადამწყვეტია, რადგან შეცდომებმამ ან არასრულმა ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს პასუხის დაგვიანება ან უარყოფითი პასუხის მიღება.
თარჯიმნის მომსახურება: საჭიროების შემთხვევაში, ვიზაექსპერტი უზრუნველყოფს დოკუმენტების თარგმნას და მის ნოტარიულად დამოწმებას.
ტურის ჯავშანი (გამგზავრების მიზნიდან გამომდინარე დაგეგმილი მოგზაურობის მარშრუტი, სამოტივაციო წერილი და ყველა სახის ჯავშანი, მათ შორის სასტუმროს და ავიაბილეთის, მაროკოში მოგზაურობის პერიოდისთვის).
საკონსულოში ჩაწერა: საკონსულო მდებარეობს პოლონეთში (ვარშავა), ჩაწერა ხდება ონლაინ მეილის ან სატელეფონო ზარის საშუალებით.
დოკუმენტების ძირითადი სია საკონსულოში წარსადგენად
1. პასპორტი: საზღვარგარეთის პასპორტი, რომელიც მოქმედებს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში მაროკოში დაგეგმილი მოგზაურობის შემდეგ.
2. ფოტო: პასპორტის (ბიომეტრიული) ზომის ფოტო ელ.ვერსია, რომელიც აკმაყოფილებს მაროკოს საკონსულოს სპეციფიკას.
3. ფინანსური დოკუმენტები: ცნობა დამსაქმებლისგან, ბოლო 6 თვის საბანკო ბრუნვა, დანაზოგის შესახებ ცნობა, ფინანსური მხარდაჭერის სხვა მტკიცებულება.
4. რეესტრის ამონაწერი: უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ, შპს და ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის არსებობის შემთხვევაში.
5. ტურის ჯავშანი (გამგზავრების მიზნიდან გამომდინარე დაგეგმილი მოგზაურობის მარშრუტი, სასტუმროს და ავიაბილეთის ჯავშანი.
6. მოწვევის წერილი: ოჯახური, სასწავლო ან საქმიანი ვიზიტისთვის.
7. სამშობლოსთან კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები: ქორწინების მოწმობა და არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები არსებობის შემთხვევაში.
მაროკოს ვიზაზე განაცხადის განხილვის პერიოდი დაახლოებით 2 დან 5 საათამდეა. ვიზა გაიცემა იმ დღესვე იმ პერიოდზე რაც აპლიკანტს განაცხადში აქვს მითითებული.
ვიზაექსპერტის მომსახურების საფასურს იხდით თქვენი სავიზო განაცხადის სირთულისა და ნებისმიერი დამატებითი სერვისის (მაგ. დოკუმენტების თარგმნა/დამოწმება, საკურიერო მომსახურება) საფუძველზე. ეს გადასახადები მოცემულია წინასწარ.
ვიზაექსპერტი ეხმარება განმცხადებელს მაროკოს სავიზო განაცხადის რთული პროცესი ეფექტურად და ზუსტად წარმართოს. ჩვენი ექსპერტიზა ზრდის წარმატებული შედეგის შანსებს, უზრუნველყოფს მაროკოს საიმიგრაციო წესების დაცვას და შეფერხებების მინიმუმამდე შემცირებას.