პირველადი უფასო კონსულტაცია: ვიზა ექსპერტი გთავაზობთ პირველად კონსულტაციას თქვენი საჭიროებების გასაგებად და ასევე შეაფასებს თქვენს
უფლებამოსილებას მექსიკის ვიზის ტიპზე, რომელზეც გსურთ განაცხადის გაკეთება.
დოკუმენტების მომზადება: ვიზის შესაბამისი კატეგორიის არჩევის შემდეგ, ვიზა ექსპერტი მოგაწოდებთ თქვენი კონკრეტული ვიზის ტიპისთვის საჭირო დოკუმენტების პერსონალიზირებულ სიას.
დახმარება ფორმის შევსებაში: ვიზა ექსპერტი გეხმარებათ მექსიკის სავიზო განაცხადის ფორმის შევსებაში. ეს ნაბიჯი გადამწყვეტია, რადგან შეცდომამ ან არასრულმა ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს პასუხის დაგვიანება ან უარყოფითი პასუხის მიღება;
მთარგმნელობითი მომსახურება: საჭიროების შემთხვევაში, ვიზაექსპერტი
უზრუნველყოფს დოკუმენტების თარგმნას და მის ნოტარიულად დამოწმებას.
ტურის ჯავშანი (გამგზავრების მიზნიდან გამომდინარე დაგეგმილი მოგზაურობის მარშრუტი, სამოტივაციო წერილი და ყველა სახის ჯავშანი, მათ შორის სასტუმროს და ავიაბილეთის, მექსიკაში მოგზაურობის პერიოდისთვის).
იმიტირებული გასაუბრება: ვიზაექსპერტთან ერთად წინასწარ გაივლით იმიტირებულ გასაუბრებას რათა უკეთესად მოემზადოთ საკონსულოში რეალური გასაუბრებისთვის.მექსიკის საკონსულოში გასაუბრების თარიღის არჩევა ვიზაექსპერტის დახმარებით თქვენთვის სასურველ დღეს და საათზე.
სავიზო მოსაკრებლების გადახდა: მექსიკის საკონსულოს მოსაკრებელის გადახდა ხდება მექსიკის საკონსულოში, თურქეთში ქალაქ სტამბულში გასაუბრების დღეს.
დოკუმენტების ძირითადი სია საკონსულოში წარსადგენად:
1. პასპორტი: მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი, რომელიც მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში მექსიკაში დაგეგმილი მოგზაურობის შემდეგ.
2. ფოტო: პასპორტის (ბიომეტრიული) ზომის 2 დაბეჭდილი ფოტო, რომლებიც აკმაყოფილებს მექსიკის საკონსულოს სპეციფიკებს.
3. ფინანსური დოკუმენტები: ცნობა დამსაქმებლისგან, ბოლო 6 თვის საბანკო ბრუნვა, დანაზოგის შესახებ ცნობა, საგადასახადო დეკლარაციები ან ფინანსური მხარდაჭერის სხვა მტკიცებულება.
4. კერძო ბიზნესის არსებობის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არსებული ბიზნესის შესახებ. (ამასთანავე, კომპანიის საბანკო ბრუნვა, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ცნობა).
5. უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერი 6. მოგზაურობის მარშრუტი: სასტუმროს და ავიაბილეთის ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და მექსიკაში მოგზაურობის შესაბამისი ნებისმიერი სხვა ჯავშანი.
7. მოწვევის წერილი: ოჯახური, სასწავლო ან საქმიანი ვიზიტებისთვის.
8. დასაქმების ან სწავლის დამადასტურებელი საბუთი: დასაქმების წერილი ან კონტრაქტი, სასწავლებლის მიღების წერილი (სტუდენტური ვიზებისთვის)
9. სამშობლოსთან კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები, მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ დაბრუნდებით სამშობლოში მექსიკაში მოგზაურობის შემდეგ,როგორიცაა: (ქორწინების მოწმობადა არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები)
10. მექსიკის ვიზაზე პასუხს იღებთ გასაუბრების დასრულების თანავე და დადებითი პასუხის შემთხვევაში ვიზას გასცემენ ადგილზე თურქეთში, ქალაქ სტამბულში მდებარე მექსიკის საკონსულოში.
ვიზა ექსპერტის მომსახურების საფასური: მომსახურების საფასურს იხდით თქვენი სავიზო განაცხადის სირთულისა და ნებისმიერი დამატებითი სერვისის (მაგ. დოკუმენტების თარგმნა, საკურიერო მომსახურება ან იმიტირებული გასაუბრება) საფუძველზე. ეს გადასახადები მოცემულია წინასწარ.
ვიზაექსპერტი ეხმარება განმცხადებლებს მექსიკის სავიზო განაცხადის რთული პროცესი ეფექტურად და ზუსტად წარმართოს. ჩვენი ექსპერტიზა ზრდის წარმატებული შედეგის შანსებს, უზრუნველყოფს მექსიკის საიმიგრაციო წესების დაცვას და შეფერხებების მინიმუმამდე შემცირებას.