Visaexpert-ის გუნდი შედგება გამოცდილი სპეციალისტებისგან, რომლებიც მუდმივად აკვირდებიან სავიზო რეგულაციების ცვლილებებს და წარმატებული სტრატეგიების გატარებას.

სინგაპურის ვიზა

სინგაპურის ვიზაზე განაცხადი ვიზაექსპერტის სავიზო მომსახურების მეშვეობით მოიცავს რამდენიმე საფეხურს. ეს ნაბიჯები განსხვავდება ვიზის ტიპის მიხედვით, როგორიცაა ტურისტული ვიზა, სასწავლო ვიზა, საქმიანი ვიზა, სამუშაო ვიზა და ოჯახის გაერთიანების ვიზა. სინგაპურის ვიზა გაიცემა

თურქეთში (ანკარა ან სტამბული) არსებულ საკონსულოში.

ქვემოთ მოცემულია დეტალური ინფორმაცია სინგაპურის სავიზო 

პროცედურის და მომსახურების შესახებ:

გაიგე მეტი

პირველადი უფასო კონსულტაცია: ვიზაექსპერტი გთავაზობთ პირველად კონსულტაციას თქვენი საჭიროებების გასაგებად და ასევე შეაფასებს თქვენს უფლებამოსილებას სინგაპურის ვიზის ტიპზე.


დოკუმენტების მომზადება: ვიზის შესაბამისი კატეგორიის არჩევის შემდეგ, ვიზაექსპერტი მოგაწოდებთ თქვენი კონკრეტული ვიზის ტიპისთვის საჭირო დოკუმენტების პერსონალიზებულ სიას.


დახმარება ფორმის შევსებაში: ვიზაექსპერტი გეხმარებათ სინგაპურის სავიზო განაცხადის ფორმის შევსებაში. ეს ნაბიჯი გადამწყვეტია, რადგან შეცდომებმა ან არასრულმა ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს პასუხის დაგვიანება ან უარყოფითი პასუხის მიღება.


თარჯიმნის მომსახურება: საჭიროების შემთხვევაში, ვიზაექსპერტი უზრუნველყოფს დოკუმენტების თარგმნას და მის ნოტარიულად დამოწმებას.


ტურის ჯავშანი (გამგზავრების მიზნიდან გამომდინარე დაგეგმილი მოგზაურობის მარშრუტი, სამოტივაციო წერილი და ყველა სახის ჯავშანი, მათ შორის სასტუმროს და ავიაბილეთის, სინგაპურში მოგზაურობის პერიოდისთვის).


სავიზო მოსაკრებლების გადახდა: სინგაპურის საკონსულოს მოსაკრებლის გადახდა ხდება ელექტრონულად განაცხადის გაგზავნისთანავე.


აპლიკაციის თვალყურის დევნება: თქვენი განაცხადის წარდგენის შემდეგ, ვიზაექსპერტი მოგაწვდით აუცილებელ ინფორმაციას რათა თვალი ადევნოთ თქვენი ვიზის განხილვას და მის სტატუსს.


ოკუმენტების ძირითადი სია საკონსულოში წარსადგენად

1. პასპორტი: საზღვარგარეთის პასპორტი, რომელიც მოქმედებს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში სინგაპურში დაგეგმილი მოგზაურობის შემდეგ.

2. ფოტო: პასპორტის (ბიომეტრიული) ზომის ფოტო ელ.ვერსია, რომელიც აკმაყოფილებს სინგაპურის საკონსულოს სპეციფიკას.

3. ფინანსური დოკუმენტები: ცნობა დამსაქმებლისგან, ბოლო 6 თვის საბანკო ბრუნვა, დანაზოგის შესახებ ცნობა, ფინანსური მხარდაჭერის სხვა მტკიცებულება.

4. რეესტრის ამონაწერი: უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ, შპს და ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის არსებობის შემთხვევაში.

5. მოგზაურობის მარშრუტი: სასტუმროს და ბილეთის ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა.

6. მოწვევის წერილი: ოჯახური, სასწავლო ან საქმიანი ვიზიტისთვის.

7. სამშობლოსთან კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები: ქორწინების მოწმობა და არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები არსებობის შემთხვევაში.


სინგაპურის ვიზაზე პასუხს 3 დან 6 დღემდე პერიოდში მიიღებთ. გაიცემა ერთჯერადი გამოყენების 30 დღიანი ვიზა. დამტკიცების შემთხვევაში ვიზა მოგივათ ელექტრონულ ფოსტაზე.


ვიზაექსპერტის მომსახურების საფასურს იხდით თქვენი სავიზო განაცხადის სირთულისა და ნებისმიერი დამატებითი სერვისის (მაგ. დოკუმენტების თარგმნა/დამოწმება, საკურიერო მომსახურება) საფუძველზე. ეს გადასახადები მოცემულია წინასწარ.


ვიზაექსპერტი ეხმარება განმცხადებლებს სინგაპურის სავიზო განცხადების რთული პროცესი ეფექტურად და ზუსტად წარმართოს. ჩვენი ექსპერტიზა ზრდის წარმატებული შედეგის შანსებს, უზრუნველყოფს სინგაპურის საიმიგრაციო წესების დაცვას და შეფერხებების მინიმუმამდე შემცირებას. 


სიახლეები და ჩანაწერები

გაიგე მეტი
სავიზო მიმოსვლის შესახებ