დიდი ბრიტანეთის ვიზის განაცხადის გზამკვლევი საქართველოს მოქალაქეებისთვის
გეგმავთ მოგზაურობას დიდი ბრიტანეთში? არ აქვს მნიშვნელობა, მიდიხართ ტურისტულად, საქმიანი ვიზიტით, ნათესავების მოსანახულებლად თუ სასწავლებლად — მნიშვნელოვანია ვიზის მიღების პროცესი სწორად გაიაროთ. გთავაზობთ დეტალურ და განახლებულ ინსტრუქციას, რომელიც დაგეხმარებათ ვიზის წარმატებით მიღებაში.
Ვიზის კატეგორიები საქართველოს მოქალაქეებისთვის
ყველაზე ხშირად მოთხოვნადი ვიზები:
სტანდარტული ვიზიტორის ვიზა (Standard Visitor Visa) – ტურისტული, ნათესავების ან მეგობრების მონახულება დიდ ბრიტანეში
საქმიანი ვიზა (Business Visitor Visa) – კონფერენციებზე, შეხვედრებზე ან ტრეინინგებზე დასწრება
სტუდენტური ვიზა (Student Visa) – 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობის სწავლისთვის
ქორწინების ვიზა (Marriage Visitor Visa) – გაერთიანებულ სამეფოში ქორწინებისთვის
დიდი ბრიტანეთის ვიზის მიღების ეტაპები
- აირჩიეთ სწორი ვიზის კატეგორია, ვიზის შერჩევა ხდება თქვენი ვიზიტის მიზნის მიხედვით ოფიციალურ ვებგვერდზე:
www.gov.uk/apply-uk-visa - შეავსეთ ონლაინ განაცხადი
შექმენით ანგარიში
შეავსეთ აპლიკაციის ფორმა
მიუთითეთ თქვენი პირადი ინფორმაცია და მოგზაურობის დეტალები
- გადაიხადეთ საკონსულო მოსაკრებლის საფასური
შენიშვნა: ვიზის საფასური არ ბრუნდება უარის მიღების შემთხვევაში
- დაჯავშნეთ ვიზიტი TLScontact-ის თბილისის ვიზის ცენტრში
გადახდის შემდეგ გადახვალთ ვიზიტის დაჯავშნის გვერდზე.
- მოამზადეთ საჭირო დოკუმენტები
მოქმედი პასპორტი (მინიმუმ 6 თვე ვალიდურობით)
ვიზის განაცხადის ფორმის ამობეჭდილი ვერსია
ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ბანკის ამონაწერი, ხელფასის ცნობა)
მოგზაურობის გეგმა (ბილეთის და სასტუმროს ჯავშნები)
მოწვევის წერილი (კერძო ან საქმიანი ვიზიტის შემთხვევაში)
დასაქმების ან სწავლის დამადასტურებელი ცნობები (სასწავლო და სამუშაო ვიზის მოთხოვნის შემთხვევაში)
მტკიცებულება საქართველოსთან მყარ კავშირზე (ოჯახური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები მაგალითად ქორწინების მოწმობა და არასრულწლოვანი ბავშვების დაბადების მოწმობები, კერძო ქონების არსებობის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ა.შ.)
ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარება სავიზო ცენტრში
TLScontact-ში ვიზიტისას:
წარადგინეთ პასპორტი და დოკუმენტები
გადაგიღებენ ფოტოს და აგიღებენ ანაბეჭდებს
აპლიკაციის მონიტორინგი
დოკუმენტების წარდგენის შემდეგ შეგიძლიათ ონლაინ გადაამოწმოთ განაცხადის სტატუსი.
სტანდარტული ვიზის დამუშავების დრო: დაახლოებით 15 სამუშაო დღე.
Visa Expert-ის რჩევები:
შეავსეთ განაცხადი გულახდილად და სიზუსტით
წარმოადგინეთ საქართველოსთან მჭიდრო კავშირის მტკიცებულება
Ვიზაზე პასუხის მიღებამდე ნუ დაჯავშნით არარეფუნდირებად ბილეთებს
წინასწარ შეამოწმეთ საკონსულოში წარსადგენი დოკუმენტები შეცდომის თავიდან აცილების მიზნით
გჭირდებათ დახმარება?
Visa Expert გთავაზობთ სრულ ვიზის მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეებისთვის- დაგვიკავშირდით დღესვე.
ჩვენთან ვიზის მიღება გაცილებით მარტივია!