აშშ ვიზის განაცხადის გზამკვლევი საქართველოს მოქალაქეებისთვის 

გეგმავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობას ტურისტულად, საქმიანი ვიზიტით, სასწავლებლად ან სხვა მიზნით? Visa Expert გთავაზობთ სრულ გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარებათ აშშ-ს ვიზის განაცხადის სწორედ და წარმატებით შევსებაში.

  1. განსაზღვრეთ, რომელი ტიპის აშშ ვიზა გჭირდებათ

ვიზის ტიპი დამოკიდებულია თქვენი ვიზიტის მიზანზე. ყველაზე გავრცელებული ვარიანტებია:

  • B1/B2 ვიზიტორის ვიზა – ტურისტული, ოჯახის მონახულება ან საქმიანი ვიზიტი
  • F1 სტუდენტის ვიზა – სწავლის გაგრძელება ამერიკაში
  • J1 გაცვლითი ვიზა – სტაჟირება, work-and-travel პროგრამები
  • H1B სამუშაო ვიზა – კვალიფიციური დასაქმებისთვის (დამსაქმებლის მოწვევით)

საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე ხშირად მოთხოვნადია B1/B2 ვიზა.

  1. შეავსეთ DS-160 ონლაინ განაცხადი

DS-160 არის ოფიციალური ონლაინ განაცხადი ვიზისთვის. ნაბიჯები შემდეგია:

  • შედით ვებგვერდზე:https://state.gov/ceac/
  • შეიყვანეთ პირადი ინფორმაცია, მოგზაურობის დეტალები, დასაქმების ისტორია, და წარსული მოგზაურობები
  • ატვირთეთ ბოლოდროინდელი ფოტო
  • განაცხადის ბოლოს შეინახეთ დასტურის გვერდი (ბარკოდით)

რჩევა: შეავსეთ განაცხადი ყურადღებით და ზუსტადმცირე შეცდომაც კი შეიძლება უარის მიზეზი გახდეს.

  1. გადაიხადეთ საკონსულო მოსაკრებელი
  • B1/B2 ვიზის საკონსულო მოსაკრებელია 185 აშშ დოლარი
  • გადახდა უნდა განხორციელდეს საქართველოს ბანკში ინვოისის საფუძველზე
  • გადახდის შემდეგ შეინახეთ ქვითარი, რომელიც დაგჭირდებათ გასაუბრების დასაჯავშნად
  1. დაჯავშნეთ გასაუბრება აშშის საელჩოში

DS-160-ის შევსების და მოსაკრებლის გადახდის შემდეგ:

  • შედით ვებგვერდზე: https://shorturl.at/Sjevm
  • შექმენით ანგარიში
  • აირჩიეთ გასაუბრების თარიღი აშშ-ის საელჩოში, თბილისში
  • დაბეჭდეთ გასაუბრების დაჯავშნის დასტური
  1. მოამზადეთ აუცილებელი დოკუმენტები

გასაუბრებისთვის უნდა გქონდეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • DS-160-ის შევსების დასტურის გვერდი
  • გასაუბრების დაჯავშნის დასტურის გვერდი
  • მოქმედი პასპორტი (მოგზაურობის შემდეგ მინიმუმ 6 თვე ვადით ვალიდური)

ვიზის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი

  • მოგზაურობის გეგმა ან სასტუმროს დაჯავშნა
  • კავშირი საქართველოსთან (სამსახურის ცნობა, ოჯახური მდგომარეობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტები, როგორიცაა ქორწინების მოწმობა და არასრულწლოვანი ბავშვების დაბადების მოწმობები)
  • ბანკის ამონაწერი ან ფინანსური უზრუნველყოფა
  • ოწვევის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  1. გასაუბრება აშშ საკონსულოში

გასაუბრებაზე კონსული დაგისვამთ კითხვებს, როგორებიცაა:

  • თქვენი მოგზაურობის მიზანი
  • Რა პერიოდით და სად აპირებთ მოგზაურობას
  • ვინ აფინანსებს მოგზაურობას
  • რა საქმიანობით ხართ დაკავებული საქართველოში

გასაუბრება, როგორც წესი, რამდენიმე წუთს გრძელდება — უპასუხეთ თავდაჯერებულად და ზუსტად.

  1. დაელოდეთ ვიზის გადაწყვეტილებას