� 2025 წლის აშშ-ს ვიზის სტატისტიკა
აშშ (B1/B2 ვიზა – ტურისტული/საქმიანი ვიზიტი)
• უახლესი მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის B1/B2 ვიზის
კატეგორიის უარყოფის მაჩვენებელი 2025 წელს 45-50% ფარგლებში
მერყეობს, რაც ნიშნავს, რომ ყოველ ორ განაცხადში ერთი უარყოფილია.
• ეს მაჩვენებელი სამწუხაროდ სტაბილურად მაღალი რჩება ბოლო რამდენიმე
წელია. ძირითად მიზეზებში შედის სუსტი სოციალური და ეკონომიკური
კავშირების წარმოჩენა სამშობლოსთან და არასაკმარისი მტკიცებულებები
მოგზაურობის მიზნობრიობის შესახებ.
კანადა (TRV – დროებითი რეზიდენტის ვიზა ტურისტული/საქმიანი ვიზიტი)
• 2025 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკის მიხედვით, კანადამ
ტურისტული TRV ვიზებზე საშუალოდ 50-55% უარყო, სასწავლო ვიზებზე
კი უარყოფა კიდევ უფრო მაღალია — 52-58%.
• ყველაზე ხშირად უარყოფის მიზეზებია არასაკმარისი ფინანსური
გარანტიები, არასაკმარისი დოკუმენტაცია და კანადაში დარჩენის რისკი.
✅ ეფექტური რჩევები აშშ-ს ვიზაზე (B1/B2)
1. დაამტკიცეთ ძლიერი კავშირი საქართველოსთან – წარმოადგინეთ მყარი
ფინანსური დოკუმენტაცია,ასევე სოციალური სტატუსი
2. . ფინანსური რესურსი – აჩვენეთ საკმარისი თანხა, რომ შეგიძლიათ
დაფაროთ მგზავრობის ყველა ხარჯი.
3. დაგეგმილი მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია– გასაუბრების დროს
დეტალურად აღწერეთ რომელ ქალაქში გნებავთ მოგზაურობა, რის ნახვას
აპირებთ, ასევე მიაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენი ამჟამინდელი
ფინანსური და სოციალური სტატუსის შესახებ
4სიმშვიდე ინტერვიუზე – კონსულის შეკითხვებზე მოკლედ და
დამაჯერებლად უპასუხეთ; ზედმეტი ინფორმაციის შეთავაზება ხშირად
საზიანოა.
✅ ეფექტური რჩევები კანადის ვიზაზე (TRV)
1.გაამყარეთ ფინანსური მდგომარეობა – ჩვეულებრივ რეკომენდებულია მინიმუმ
100-150 კანადურ დოლარზე მეტი გათვლილი გქონდეთ თანხა ყოველდღიური
ხარჯებისთვის
2.სოციალური და ეკონომიკური კავშირები – თქვენს განაცხადში აუცილებლად
უნდა წარმოაჩინოთ საქართველოში არსებული სტაბილური სამსახური, ბიზნესი,
ქონება ან სხვა ფაქტორი, რომელიც დაგაბრუნებთ ქვეყანაში.
3.მოგზაურობის მიზანი – ვიზიტის დეტალური გეგმა, სასტუმროს ან სასურველი
ტურის დაჯავშნა, მოწვევის წერილი კანადიდან მნიშვნელოვნად ზრდის შანსებს.
4.სრული დოკუმენტაცია – არასრული განაცხადი უარყოფის ხშირი მიზეზია;
მიაქციეთ ყურადღება ფინანსურ დოკუმენტაციას, ასევე თქვენი სოციალური
კავშირის დამადასტურებელ დოკუმენტების სრულყოფილებას.
კანადა და აშშ მსოფლიოს უმკაცრეს სავიზო პოლიტიკას ახორციელებენ,
განსაკუთრებით ტურისტული ან მოკლევადიანი ვიზების შემთხვევაში.
Საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის საშუალო მაჩვენებელი ორივე
ქვეყანაში თითქმის ნახევარია, რაც ხაზს უსვამს აპლიკაციის ხარისხის
მნიშვნელობას. კარგი დოკუმენტაცია და რეალისტური მოგზაურობის გეგმა ვიზის
მიღების ალბათობას ზრდის.
Სანადის და ამერიკის ვიზაზე ვიზაექსპერტი სრულ სავიზო მხარდაჭერას
გაგიწევთ, წინასწარ შეაფასებს ვიზის მიღების ალბათობას თქვენს პირად
დოკუმენტებზე დაყრდნობით და განაცხადის შევსების დროს ამომწურავად
წარადგენს ინფორმაციას საკონსულოში რათა გაზარდოს ვიზის მიღების
ალბათობა.