Visaexpert-ის გუნდი შედგება გამოცდილი სპეციალისტებისგან, რომლებიც მუდმივად აკვირდებიან სავიზო რეგულაციების ცვლილებებს და წარმატებული სტრატეგიების გატარებას.
Ამერიკის ვიზაზე განაცხადი ვიზაექსპერტის სავიზო მომსახურების მეშვეობით მოიცავს რამდენიმე საფეხურს. ეს ნაბიჯები განსხვავდება ვიზის ტიპის მიხედვით, როგორიცაა ტურისტული ვიზა, სასწავლო ვიზა, საქმიანი ვიზა, სამუშაო ვიზა ან ოჯახის გაერთიანების ვიზა. ქვემოთ მოცემულია დეტალური ინფორმაცია ამერიკის სავიზო პროცედურის და მომსახურების შესახებ
გაიგე მეტი
პირველადი უფასო კონსულტაცია
ვიზა ექსპერტი გთავაზობთ პირველად კონსულტაციას თქვენი საჭიროებების გასაგებად და ასევე შეაფასებს თქვენს უფლებამოსილებას ამერიკის ვიზის ტიპზე, რომელზეც გსურთ განაცხადის გაკეთება.
დოკუმენტების მომზადება
ვიზის შესაბამისი კატეგორიის არჩევის შემდეგ, ვიზა ექსპერტი მოგაწოდებთ თქვენი კონკრეტული ვიზის ტიპისთვის საჭირო დოკუმენტების პერსონალიზირებულ სიას.
დახმარება ფორმის შევსებაში
ვიზა ექსპერტი გეხმარებათ ამერიკის სავიზო განაცხადის ფორმის შევსებაში. ეს ნაბიჯი გადამწყვეტია, რადგან შეცდომამ ან არასრულმა ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს პასუხის დაგვიანება ან უარყოფითი პასუხის მიღება
მთარგმნელობითი მომსახურება
საჭიროების შემთხვევაში, ვიზაექსპერტი უზრუნველყოფს დოკუმენტების თარგმნას და მის ნოტარიულად დამოწმებას
ბილეთების ჯავშანი
გამგზავრების მიზნიდან გამომდინარე დაგეგმილი მოგზაურობის მარშრუტი, ყველა სახის ჯავშანი, მათ შორის სასტუმროს და ავიაბილეთის, ამერიკაში ყოფნის პერიოდისთვის).
იმიტირებული გასაუბრება
ვიზაექსპერტთან ერთად წინასწარ გაივლით იმიტირებულ გასაუბრებას რათა უკეთესად მოემზადოთ საკონსულოში რეალური გასაუბრებისთვის.
მოსაკრებლების გადახდა
ამერიკის საკონსულოს მოსაკრებელს იხდით ინვოისის საფუძველზე. Საკონსულოს მოსაკრებლის გადახდის შემდეგ ვიზაექსპერტი ჩაგწერთ ამერიკის საკონსულოში გასაუბრებაზე (როგორც საქართველოში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში)
დოკუმენტების სია
Დოკუმენტების ძირითადი სია საკონსულოში წარსადგენად: პასპორტი: მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი, რომელიც მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ამერიკაში დაგეგმილი ყოფნის შემდეგ
ფოტო: ზომა 500/500 ელ.ვერსია, რომლებიც აკმაყოფილებს ამერიკის საკონსულოს სპეციფიკებს.
ფინანსური დოკუმენტები: ცნობა დამსაქმებლისგან, ბოლო 6 თვის საბანკო ბრუნვა, დანაზოგის შესახებ ცნობა, საგადასახადო დეკლარაციები ან ფინანსური მხარდაჭერის სხვა მტკიცებულება.
Კერძო ბიზნესის არსებობის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არსებული ბიზნესის შესახებ (ამასთანავე, კომპანიის საბანკო ბრუნვა, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ცნობა)
Უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერი
მოგზაურობის მარშრუტი: სასტუმროს და ავიაბილეთის ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და ამერიკაში მოგზაურობის შესაბამისი ნებისმიერი სხვა ჯავშანი.
მოწვევის წერილი: ოჯახური, სასწავლო ან საქმიანი ვიზიტებისთვის
დასაქმების ან სწავლის დამადასტურებელი საბუთი: დასაქმების წერილი ან კონტრაქტი, სასწავლებლის მიღების წერილი (სტუდენტური ვიზისთვის)
სამშობლოსთან კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები, მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ დაბრუნდებით სამშბობლოში ამერიკაში ყოფნის შემდეგ, როგორიცაა: (ქორწინების მოწმობა და არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები)
ამერიკის ვიზაზე პასუხს გასაუბრების დასრულებისთანავე იღებთ, გასაუბრების ოფიცერი ამას თავადვე გატყობინებთ. Დადებითი პასუხის შემთხვევაში თქვენი პასპორტი იგზავნება ფოსტაში და პირადად შეძლებთ 3-5 დღის შემდეგ პასპორტის აღებას აქტიური ამერიკის ვიზით.
ვიზა ექსპერტის მომსახურების საფასური: მომსახურების საფასურს იხდით თქვენი სავიზო განაცხადის სირთულისა და ნებისმიერი დამატებითი სერვისის (მაგ. დოკუმენტების თარგმნა, საკურიერო მომსახურება ან იმიტირებული გასაუბრება) საფუძველზე. ეს გადასახადები მოცემულია წინასწარ. Ვიზაექპერტი ეხმარება განმცხადებლებს ამერიკის სავიზო განაცხადის რთული პროცესი ეფექტურად და ზუსტად წარმართოს. Ჩვენი ექსპერტიზა ზრდის წარმატებული შედეგის შანსებს, უზრუნველყოფს
ამერიკის საიმიგრაციო წესების დაცვას და შეფერხებების მინიმუმამდე შემცირებას.