დამატებითი სერვისები სავიზო მომსახურების სფეროში
Visa Expert გთავაზობთ სავიზო მომსახურების დამატებით სერვისებს, რომელიც თქვენი გამგზავრების მიზანს უფრო კონკრეტულს და მყარს გახდის საკონსულოში განაცხადის წარსადგენად.
ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ სავიზო განაცხადის მიზნობრიობა სრულყოფილად და ნათლად იყოს წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის ორგანიზებით.
მოწვევის წერილების მომზადება
📩 მოწვევის წერილის უზრუნველყოფა! ჩვენ გეხმარებით სხვადასხვა კატეგორიის მოწვევის წერილის მომზადებაში, რომლებიც ზრდის ვიზის მიღების ალბათობას.
🔹 საქმიანი მოწვევა– საქმიანი შეხვედრების, კონფერენციებისა და ბიზნეს ვიზიტებისთვის.
🔹 კერძო მოწვევა– ოჯახის წევრებისა და მეგობრების მოწვევა.
🔹 კორპორატიული მოწვევა – ოფიციალური და პროფესიული ღონისძიებებზე დასასწრებად.
ჩვენ უზრუნველვყოფთ ოფიციალურ მოწვევის წერილს, რომელიც აკმაყოფილებდეს საელჩოს მოთხოვნებს და ზრდის ვიზის მიღების ალბათობას.
სასტუმროს დაჯავშვნა და ბილეთები
თქვენი სავიზო განაცხადის შევსების პროცესის გასამარტივებლად, ჩვენ გთავაზობთ სასტუმროს და ავიაბილეთის დაჯავშნის და შეძენის მომსახურებას.
🏨 სასტუმროს დაჯავშნა – ნებისმიერი ბიუჯეტისა და მოთხოვნების შესაბამისი სასტუმროები
✈️ ავიაბილეთების დაჯავშნა –თქვენთის სასურველი პერიოდით და მიმართულებით
📄საელჩოსთვის შესაბამისი ტურის ჯავშანი – რომლებიც აკმაყოფილებს სავიზო მოთხოვნებს,
საკონსულოში წარსადგენი სასტუმროს და ავიაბილეთის დაჯავშნა უფასოა.
დიჯითალ ნომად ვიზა (Digital Nomad Visa)
დიჯითალ ნომად ვიზის მოთხოვნები სხვადასხვა ქვეყანის მიხედვით განსხვავდება, თუმცა ძირითადი კრიტერიუმები ხშირ შემთხვევაში მსგავსია. როგორც წესი, ამ ტიპის ვიზის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტებისა და პირობების დაკმაყოფილება:
1. პასპორტი – მოქმედი პასპორტი, რომელიც ვიზის მოქმედების ვადაზე მინიმუმ 6 თვით მეტ ხანს უნდა იყოს ძალაში.
2. დისტანციური შემოსავალი – უნდა წარმოადგინოთ მტკიცებულება იმისა, რომ მუშაობთ დისტანციურად უცხოური კომპანიისთვის ან გაქვთ საკუთარი ბიზნესი.
3. შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები – ქვეყნების უმეტესობას აქვს მინიმალური შემოსავლის მოთხოვნა (მაგალითად, $2,000–$5,000 თვეში). საჭიროა საბანკო ამონაწერები, ხელფასის ცნობა ან მომსახურების/დასაქმების კონტრაქტები.
4. ჯანმრთელობის დაზღვევა – საჭიროა დაზღვევა, რომელიც ფარავს სრულ სამედიცინო მომსახურებას ვიზის მოქმედების ვადით.
5. სუფთა სამართლებრივი სტატუსი – ნასამართლეობის არქონის დამადასტურებელი ცნობა.
6. საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი – საჭიროა ბინის ქირავნობის ხელშეკრულება ან სასტუმროს ჯავშანი.
7. განაცხადის ფორმა – თითოეული ქვეყანა მოითხოვს სპეციალური ფორმის შევსებას, რომელიც უნდა წარადგინოთ საკონსულოში სრულ დოკუმენტაციასთან ერთად.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კონკრეტული ქვეყნის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
